შელეულის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შელეულის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შელეულის განაპირას სამხრეთ-აღმოსავლეთით 300-400 მეტრში. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვებით, სქელ დუღაბზე. შემორჩენილია სამხრეთი კედელი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე. სიმაღლე 4-5 მეტრს აღწევს. დანარჩენი კედლები არ იკითხება. სართულიანობის დადგენა არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 215