შავი ტიხორეცკული ინდაურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ტიხორეცკული ინდაურები — ინდაურის ჯიშების ჯგუფი. გამოყვანილია 1952–1957 წლებში კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში. მიიღეს ადგილობრივი ჯიშების ამორჩევისა და გამორჩევის გზით. შეფერილობა შავი და ბზინვარეა, კუდზე დაჰკრავს ბრინჯაოსფერი ელფერი. მკერდზე, კისრის დასაწყისიდან ჩამოშვებულია ძაფისებრი შავი ბუმბულის კონა, უფრო მეტად დამახასიათებელია მამლებისათვის. ზრდასრული მამალი იწონის 9–10 კგ-ს, დედალი — 4,5–5 კგ-ს. მოზარდეული 3½–4 თვის ასაკში 3,5–4 კგ-ია და იძლევა მაღალი ხარისხის ხორცს. საშუალო კვერცხმდებლობაა 80–90 ცალი წელიწადში. დედალი გამოირჩევა კვლავწარმოების კარგი ხარისხით. მოშენებულია კრასნოდარის მხარეში, როსტოვისა და სხვა ოლქებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]