შადრინსკული ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შადრინსკული ბატი, ურალური ბატიბატის ძველი სამამულო რუსული ჯიში. გამოყვანილია XVII საუკუნის ბოლოს პერმის გუბერნიის ქალაქ შადრინსკთან ახლოს (აქედან სახელწოდება) მოშინაურებული ველური რუხი ბატების გადარჩევით. აქვს მაგარი კონსტიტუცია, კომპაქტური მოკლე ტანი, მცირე ზომის თავი, მოკლე კისერი და ფეხები, მცირე ცხიმოვანი ნაკეცი მუცელზე. მკერდი მომრგვალებულია; ნისკარტი და ტერფები — ნარინჯისფერ-წითელი. ზურგი შეფერილია რუხად, მუცელი — თეთრად. მამლის ცოცხალი მასაა 5,5–6,5 კგ, დედლისა — 4,8–5,2 კგ, 9 კვირის მოზარდეულისა — 3,3–3,5 კგ. კვერცხმდებლობა ერთი ციკლისათვის — 25–30 ცალი. გამოჩეკის პროცენტულობა — 60–65%; შენარჩუნება — მოზარდეულებში 94–96%, ზრდასრულებში 96–98%. მის მოშენებას მისდევენ კურგანის, სვერდლოვისა და ტიუმენის ოლქებში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ройтер Я. С. ШАДРИНСКАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 674.