ყუფთის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყუფთის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუფთის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. რვასართულიანი კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე.

გეგმით სწორკუთხა კოშკს, ჩრდილოეთიდან ზურგი აქვს. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარი ნაოთხალია. დატანებული აქვს საურდულე. კოშკის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ღერძზე გაჭრილია სათოფურები. მერვე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენი კედლები ყრუა. შემორჩენილია სა-რთულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. კოშკის მოცულობა ქვემოდან ზემოთ ვიწროვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 209