ყოლის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყოლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოლაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი გეგმით ოთხკუთხაა და აგებულია ფლეთილი ქვით. შემორჩენილია ოთხი სართული. პირველი სართული ამოვსებულია ჩამოცვენილი ქვით. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია მოწყობილი. შეინიშნება დუღაბის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004