ყვინთია იხვები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვინთია იხვები
Netta rufina m.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Aythyini

ყვინთია იხვები, ყურყუმელები, შავულებიფრინველები ბატისნაირთა (ღერღეტისნაირთა) რიგისა. მოიცავს ზომიერ სარტყელში გავრცელებული 2 გვარის (Netta, Aythya) 15 სახეობას, მათ შორის საქართველოში, ჯავახეთის ტბებზე (ბოლო დროს მეტად იშვიათად) - 4: წითელცხვირა ყვინთია იხვი (Netta rufina), წითელთავა ყვინთია იხვი (Aythya ferina), თეთრთვალა ყვინთია იხვი (Aythya nyroca) და ქოჩორა შავულა იხვი (Aythya fuligula). გავრცელებული არიან ზღვის დონიდან 2100 მ-მდე. ბუდობენ ტბისპირა ლერწამ-ლელქაშში, დებენ 7-12 კვერცხს. იკვებებიან წყლის მცენარეულობით, უხერხემლოებით. წითელცხვირა ყვინთია იხვი იშვიათია. ყვინთია იხვის მასა 1 კგ აღწევს. სპორტული ნადირობის ობიექტია.

ლიტერატურა[რედაქტირება]