ყანობის წმინდა გიორგის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყანობის წმინდა გიორგის ხატი, კვირიკე — საკულტო ძეგლი, მდებარეობს მთავარანგელოზთა ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნაგებია ბაზალტისა და ფიქლის ქვით. წყობა მშრალია. ნიში კუბური ფორმის მასიური ნაგებობაა, დგას ფიქლითა და რიყის ქვით ნაგებ პოსტამენტზე. ნიშის მთავარი ფასადი ჩრდილოეთ-დასავლეთითაა. ამავე კედელშია თახჩაც. ნიშს თავზე ადგას ქვის ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]