ყალბი ფულის მჭრელები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ყალბი ფულის მჭრელები Les faux-monnayeurs |
|
|
|
|
| ჟანრი: | მოდერნიზმი |
| ავტორი: | ანდრე ჟიდი |
| მშობლიური ენა: | ფრანგული |
| დაწ. ადგილი: | საფრანგეთი |
| გამოცემულია: | 1925 |
| ქართულად თარგმნა: | 2008 |
ყალბი ფულის მჭრელები — 1925 წლის ანდრე ჟიდის რომანი. რომანის მთავარ გმირს, ედუარდს ბევრი საერთო აქვს ჟიდთან, ის აგრეთვე მწერალია და წერს რომანს „ყალბი ფულის მჭრელები“. რომანის სხვა პერსონაჟებიც რეალურ პიროვნებებს შეესაბამებიან: ლორა მადელინს, ჟიდის მეუღლეს, ხოლო გრაფი დე პასავანი - ჟან კოკტოს.
რომანში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება. ჟიდმა მკითხველისთვის ნაწარმოების უკეთ გასაგებად 1926 წელს გამოსცა „ყალბი ფულის მჭრელების დღიური“, სადაც რომანის განმარტებებია მოცემული.
2011 წელს გამოვიდა რომანის ფრანგული ეკრანიზაცია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ანდრე ჟიდი, ყალბი ფულის მჭრელები — თბილისი, „ინტელექტი“, 2008, ISBN 978-9941-9015-5-3