ღულელების მეორე ნასოფლარი
ღულელების მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების სამხრეთ-დასავლეთით, 350 მეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. დადასტურდა 10 ნასახლარი ბუდის კვალი. აქვე შეგროვდა წითლად გამომწვარი წვრილმარცვლოვანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ნასახლარი ბუდეების გვერდით გამოვლინდა რიყისა და ნატეხი ქვებით, კეხიანი, რელიეფურზოლებიანი კრამიტის ნატეხები. იქვე ჩანს ქვისსამარხები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კვიტაშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 419.