ღრომის მეორე ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრომის მეორე ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრომში, სოფლის ცენტრში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სწორკუთხა გეგმის ზურგიანი კოშკი, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე. მესამე სართულიდან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.

მეორე სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში სწორკუთხა ნიშებია მოთავსებული, მათში გაჭრილია ვიწრო სათოფურები. სამხრეთ კედელში ბუხრის კვალია.

შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.

დანგრეულია სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კუთხეები. მორღვე-ულია აღმოსავლეთი შესასვლელის დიდი ნაწილი. შიგნით ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 202