ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (კუნცევო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (კუნცევო) — რუსეთი
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (კუნცევო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′15″ ჩ. გ. 37°27′45″ ა. გ. / 55.73750° ჩ. გ. 37.46250° ა. გ. / 55.73750; 37.46250
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737280000
საიტი ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) სერგეი სოლოვიოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური სტილი
თარიღდება XVIII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Знамение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ფილი-დავიდკოვოს რაიონში. ამჟამინდელი ტაძარი აგებულია მოსკოვისათვის იაშვიათ ნეობიზანტიურ სტილში XX საუკუნის დასაწყისში. აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ეგვტერები კი წმინდა ბარბარესა და პარიის ეპისკოპოსის ბასილი აღმსარებლის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ ტაძარი კუნცოვოში აააგო ალექსანდრე ნარიშკინმა 1744 წელს. ალექსანდრე იყო იმპერატორ პეტრე I დიდის ბიძაშვილი. შენობა რამდენჯერმე გადააკეთეს და XX საუკუნისათვის უკვე მოძველებული იყო. საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის გადაწყვეტილებით შენობა დაშალეს. დატოვეს მხოლოდ დასავლეთის კედელი და სარძიკველი.

ახალი ეკლესიის მშენებლობა წარიმართა კუნცოვოს მამულის მფლობელის ნადეჟდა სოლდატენკოვაიას (ვასილ სოლდატენკოვის ქვრივი) დაკვეთითა და ფინანსებით.

ახალი ტაძრის მშენებლობა დაუკვეთეს სერგეი სოლოვიოვს, რომელსაც უნდა აეშენებინა ტაძარი VI საუკუნის რავენის სტილში. სამრეკლო კი ეკლესიისაგან მოშორებით უნდა მდგარიყო. მშენებლობა დაიწყო 1911 წელს და 1913 წელს, უკვე არქიტექტორის სიკვდილის შემდეგ, იგი აკურთხეს. ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ჩრდილოეთის ეგვტერი - წმინდა ბარბარეს (ვასილ სოლდატენკოვის პირველი ცოლის მფარველი ანგელოზი) და პარიის ეპისკოპოსის ბასილი აღმსარებლის (ვასილ სოლდატენკოვის მფარველი ანგელოზი) სახელზე. ახალი ეკლესიის წინამძღვარი გახდა ვასილი გურიევი.

ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა 1932 წელს. სამრეკლო დაანგრიეს. მარმარილოს კანკელიც ჩამოანგრიეს. გაანადგურეს ვასილი სოლდატენკოვისა და მისი პირველი ცოლის ბარბარეს აკლდამა. ეკლესია გადასცეს ფაბრიკას, ბიბლიოთეკას და სამხედრო-სპორტულ კლუბს.

ამჟამად ეკლესიის ინტერიერი აღდგენილია. იატაკი შემონახულია 1913 წლიდან. ეკლესიის განახლება დაიწყო 1991 წლის 11 სექტემბრიდან. ეკლესია 2000 წელს აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა, ახალგაზრდების მართლმადიდებლური კლუბი „Знамение“[2] და ახალგაზრდული ქორო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Печёнкин И. Е. Сергей Соловьёв. — Москва: Издательский дом Руденцовых, 2013. — 228 с. — (Архитектурное наследие России). — ISBN 978-5-902887-13-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Церковь Знамения в Кунцеве, 1900-е годы., арх. Соловьев С. У.. Реестр объектов культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21. ციტირების თარიღი: 2016-10-21.
  2. Работа с молодежью — Храм иконы Божией Матери "Знамение" в Кунцеве. hramvkuntsevo.ru. ციტირების თარიღი: 2017-05-26.