ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ზახარინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ზახარინო) — რუსეთი
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ზახარინო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°29′46″ ჩ. გ. 37°35′16″ ა. გ. / 55.49611° ჩ. გ. 37.58778° ა. გ. / 55.49611; 37.58778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7731160003
საიტი ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIV საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Знамение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის იუჟნოე-ბუტოვოს რაიონში. ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1672 წელს.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ეგვტერები კი წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ღირსი იოსებ მგალობელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ხის ტაძარი ცნობილია XIV საუკუნიდან, როდესაც სოფელ ზახარინოს გარშემო მიწების მფლობელი იყო კიევის მიტროპოლიტის ალექსის მამა თევდორე ბიაკონტი. პირველი ხის ეკლესია ზახარინოში იესო ქრისტეს შობის სახელზე ააგეს 1648 წელს, მაშინდელი მფლობელის ტ. ფ. ბუტირლინის ბრძანების შესაბამისად.

ქვის ეკლესიის მშენებლობა ძველი ხის ეკლესიის ადგილზე დაიწყეს 1672 წელს თავად გრიგორ რომოდონოვსკის ბრძანების შესაბამისად. ახალი ტაძარი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის სახელზე. 1848 წელს ტაძრის ინტერიერის გაფართოების მიზნით მიაშენეს ორი ეგვტერი, ერთი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო მეორე ღირსი იოსებ მგალობელის სახელზე. 1897 წელს ტაძარი გადააკეთეს რუსულ არქიტექტურულ სტილში, არქიტექტორ ალექსანდრე კამინსკის პროექტის მიხედვით. პირველი გილდიის ვაჭრის ფ. ი. სობოლევის ფინანსებით ტაძარი ხელახლა მოხატეს 1880 წელს. მისივე ფინანსებით 1883 წელს ტაძრის სიახლოვეს ააგეს საეკლესიო სამრევლო სკოლის შენობა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი კვლავ მოქმედი რჩება 1940 წლამდე. 1940-1991 წლებში ტაძრის შენობაში განთავსებული იყო კინოს საცავი ფონდი. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1991 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 4. — С. 304 — 307. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
  • Село Захарьино-Знаменское, Подольского уезда, Московской губ. : Крат. ист. описание / Сост. Н. Е. Сироткин. — Москва : тип. А. С. Суворина, 1909. — 65 с. : ил.; 26.