ქუშხევის ხატი და სამრეკლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუშხევის ხატი და სამრეკლო — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუშხევის ჩრდილო-დასავლეთით, ორივე ნაგებობა განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ხატი წაკვეთილი კონუსის მსგავსი მასიური ნაგებობაა (სიმაღლე 1,3 მეტრი). ნაშენია ნატეხი ქვით. დასავლეთის მხარეს სწორკუთხა ნიში აქვს. სამრეკლო გეგმით კვადრატულია (1,7 x 1,7 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. სამრეკლოს ოთხივე კუთხეში აღმართულია თითო ოთხკუთხა ბურჯი, რომლებსაც ეყრდნობა პირამიდული ფორმის გადახურვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]