ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი — ფინანსური დაწესებულება რუსეთის იმპერიაში, ქუთაისში. დაარსდა 1876 წელს. ბანკის ძირითადი დანიშნულება იყ მემამულეებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი იპოთეკური სესხების მიცემა. ბანკი უშვებდა 100, 500 და 100 მანეთიან გირავნობის ფურცლებს. ბანკს ჰქონდა თავისი ფილიალი თბილისში. მოქმედებდა ქუთაისის და თბილისის გუბერნიებში, ბათუმის, სოხუმის ოლქებსა და ართვინის ოკრუგში. ბანკის საქმიანობამ ხელი შეუწყო საქართველოში ფეოდალიზმის ნაშთების მოსპობას და კაპიტალიზმის დამკვიდრებას, თუმცა მას არ გამოუწვევია ქუთაისის გუბერნიის თავადაზუნაურობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]