ქსენია გოგიავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსენია გოგიავა (ქალიშვილობის გვარი ხენკოვა, დ. 21 აპრილი, 1916, ლანჩხუთი26 ოქტომბერი, 1973, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე, თბილისის ჩემპიონი 1948 და 1955 წლებში, საქართველოს ჩემპიონი 1940, 1947, 1950 და 1952 წლებში. 1961 წლიდან იყო საერთაშორისო საჭადრაკო არბიტრი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1948-1966). იყო საქართველოს დამსახურებული ბუღალტერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995.