ქრისტოფ რანსმაირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტოფ რანსმაირი

ქრისტოფ რანსმაირი (დ. 20 მარტი, 1954) — ავსტრიელი ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანსმაირი ზემო ავსტრიის ქალაქ ველსში დაიბადა. 1972-78 წლებში ვენაში ფილოსოფიასა და ეთნოლოგიას სწავლობდა.[1] 1978-1982 წლებში ჟურნალ-გაზეთებში რედაქტორად მუშაობდა. 1988 წელს გამოქვეყნდა მისი მეორე რომანი „უკანასკნელი სამყარო“, რის შემდეგაც ავტორმა იმოგზაურა ირლანდიაში, აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. 1994 წელს იგი ირლანდიაში გადავიდა. 2006 წელს ავტორი დაქორწინდა და საცხოვრებლად ვენაში დაბრუნდა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის ტექსტებში რანსმაირი ისტორიული ფაქტებს მხატვრულ გამონაგონთან აერთიანებს. მათში ისტორიული რეალობა და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. ავტორს პირველ ორ რომანში საენტერესო სიუჟეტებისა და ფორმების ერთობლიობამ ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღება და პრესტიჟული ჯილდოებიც მოუტანა.

„უკანასკნელი სამყარო“ მოგვითხრობს მაქსიმუს კოტას მოგზაურობის შესახებ შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში, აქ გადასახლებული პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის კვალდაკვალ. ტომისში კოტა „მეტამორფოზების“ არაერთ პერსონაჟს შეხვდება.

ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „უკანასკნელი სამყარო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Literaturhaus Wien: Ransmayr Christoph. ციტირების თარიღი: 21 April 2022.