ქვლივიძეანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვლივიძეანთ ციხეარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქვლივიძეების უბანში. განეკუთვნება XVIII საუკუნის II ნახევარს.

კოშკი გეგმით მრგვალია. შემორჩენილია ორსართულნახევრის სიმაღლეზე. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. ზოგიერთი ელემენტი კი აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა. კარი გადახურულია შეისრული თაღით, რომელიც მოქცეულია აგურით გამოყვანილ, ოთხკუთხა არეში.

კოშკის პირველი სართული დამხმარეა. იგი ხის კოჭებით თარაზულად იყო გადახურული. მეორე სართული საცხოვრებელია. გადახურულია სხმული, დადაბლებული პროპორციების მქონე, გუმბათოვანი კამარით. შესასვლელის მოპირდაპირედ ბუხარია. მეორე სართული მესამეს კედლის სისქეში მოწყობილი კიბით უკავშირდება. მესამე სართულის შემორჩენილ კედელში ხუთი შეღრმავებაა, რომლებიც ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებითაა აღჭურვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]