ქვის დამწერლობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვის დამწერლობის მუზეუმი
40°20′26″ ჩ. გ. 49°50′18″ ა. გ. / 40.34074889° ჩ. გ. 49.83859500° ა. გ. / 40.34074889; 49.83859500
დაარსდა 2015
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დამაარსებლები ჰეიდარ ალიევის ფონდი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://heydar-aliyev-foundation.org
Map

ქვის დამწერლობის მუზეუმი (აზერ. Daş salnamə muzeyi) — ბაქოში მდებარე მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ქვის დამუშავების ხელოვნებას. ეს არის მუზეუმი, რომელზეც წარმოდგენილია ქვის პლასტიკის განვითარება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იგი განლაგებულია აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის მოედანზე და შექმნილია ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა, რომელშიც განლაგებულია მუზეუმი, აშენებულია ძმები სიმენსების მიერ 1901 წელს. შენობაში ფუნქციონირებდა აზერბაიჯანში პირველი ელექტროსადგური, რომელიც მუშაობდა ნავთობზე. შემდგომ შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რესტავრაცია და მასში დაიწყო ფუნქციონირება ქვის დამწერლობის მუზეუმმა.

მუზეუმის გახსნა მოხდა 2015 წლის 8 ივნისს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა და ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე პრეზიდენტი ლეილა ალიევა გაეცნენ მუზეუმს.

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში გამოფენილია უამრავი ქვის პლასტიკის ნიმუშები, რომლებიც აღმოჩენილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ექსპონატების უმრავლესობას შეადგენს უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთაც გააჩნიათ ფუნქციონალური დატვირთვა. ასევე პირველყოფილი ადამიანის შრომის შედეგად შექმნილი ექსპონატები.

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია გობუსტანის და გალას ნაკრძალების კედლური დამწერლობის ნიმუშები.

ექსპოზიციის ძირითად ნაწილს წარმოადგენს შუა საუკუნეების საფლავის ქვები, რომელნიც ნაპოვნია შირვან- აბშერონის ზონაში. საფლავის ქვებზე წარმოდგენილია ინფორმაცია შუა საუკუნეების სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და იდეოლოგიურ მოვლენებზე.

ექსპოზიცია აგრეთვე მოიცავს აზერბაიჯანის სახალხო არტისტის ჰუსეინ ჰაგვერდიევის ნაშრომსაც - „არტერია“ (2014 წ.)

მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების მიხედვით ადვილად შესაძლებელია აზერბაიჯანის ქვის პლასტიკის ისტორიის და მისი ეტაპების განვითარების აღქმა.