ქვემო ბოლნისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ბოლნისის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში. აგებულია X-XV საუკუნეებში. ეკლესია ნასოფლარ ბაღდადის საკულტო ძეგლი უნდა ყოფილიყო, რომელიც მთის თხემზეა აგებული. ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ნაგები ნატეხი ქვით დუღაბზე. აღმოსავლეთი კედლის ფასადში მეორადი გამოყენებით სტელის ბაზისია ჩასმული. შესასვლელი დასავლეთ კედელში ქონია. ეკლესიას ნახევარწრიული მხრით გამოყოფილი აფსიდა აქვს. ეკლესიის გარშემო შუა საუკუნეების სამაროვანია. სოფელი მე-XVII საუკუნეში უკვე ნასოფლარია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39296