ქვემო ბოლნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო ბოლნისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო ბოლნისი
კოორდინატები 41°24′00″ ჩ. გ. 44°32′09″ ა. გ. / 41.40000° ჩ. გ. 44.53583° ა. გ. / 41.40000; 44.53583
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა 4162[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99 %
ქართველები 1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1100[2]
ქვემო ბოლნისი — საქართველო
ქვემო ბოლნისი
ქვემო ბოლნისი — ქვემო ქართლი
ქვემო ბოლნისი

ქვემო ბოლნისისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბოლნისისწყლის (მაშავერის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობა შეადგენს 4162 ადამიანს.

სოფლის მახლობლად, გზის პირას, დგას V-VI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი. სტილისტიკური ნიშნებით იგი სამეკლესიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ჩაქცეულია კამარა, დანგრეულია სამხრეთი და ჩრდილოეთი სათავსები. შუა ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს. კარგად გათლილი, ლამაზი ფერის მწვანე ქვით შემოსილი ეკლესია გადახურული იყო ქვის კამარით.

შუა ეკლესიის ორივე შესასვლელის თავზე (სამხრეთიდან) საგანგებოდ დიდ ლოდებზე ამოკვეთილი იყო რელიეფური კომპოზიციები; მარჯვენა კარის თავზე — ქრისტეს ამაღლება ანგელოზთა მიერ (აღარ არსებობს), მარცხენა თავზე — ფეოდალური ხანის ქართული პლასტიკისათვის დამახასიათებელი დაბალი რელიეფით შესრულებული გამოსახულებანი, როგორც ჩანს, ღვთისმშობლის ამაღლება. ფასადები მარტივია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. https://web.archive.org/web/20130921054834/http://ufps.org/index.php?option=com_content&task=view&id=35