ქვემო აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვემო აგარაკი
Нижняя дача
კოორდინატები 59°53′03″N 29°57′03″E / 59.884139° ჩ. გ. 29.950917° ა. გ. / 59.884139; 29.950917
მდებარეობა პეტერგოფი, რუსეთი
თარიღდება 1883-1897
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810400021

ქვემო აგარაკი (რუს. Нижняя дача) — აგარაკი რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ალექსანდრიის ბოლო მსხვილი სასახლე, ოთხსართულიანი. მას ხშირად უწოდებენ ახალს. მდებარეობს ფინეთის ყურის სანაპიროებზე. 1880-იანი წლების შუა რიცხვებში არქიტექტორ ა. ტომიშკომ, ალექსანდრე III-ის დავალებით „იტალიური არქიტექტურის“ პავილიონი ააგო. სასახლის მახლობლად მდებარე ყურის ნაპირზე აშენდა მომსახურების შენობები. შენარჩუნებული იყო იგივე სტილი, რაც სხვა შენობებს ჰქონდა. შექმნეს პატარა სასახლე და პარკი.

სწორედ აქ, 1904 წლის 30 ივლისს ნიკოლოზ II-ის ერთადერთი ვაჟი დაიბადა. ამ აგარაკზე მოაწერა იმპერატორმა ხელი მანიფესტს რუსეთის ჩართვის შესახებ პირველ მსოფლიო ომში.

საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში სასახლეში მუზეუმი მოეწყო, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო რუსეთში, თუმცა სულ მალე ეს შენობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პანსიონატს გადაეცა. დიდი სამამულო ომის დროს ქვემო აგარაკი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შენობა 1961 წელს ააფეთქეს. დღეისათვის პროექტი იქმნება სასახლის ხელახლა შესაქმნელად.

  • 1883 წელი — ა. ტომიშკოს პროექტის ნახაზი;
  • 1885 წელი — მშენებლობის დასრულება;
  • 1895 წელი — არქიტექტორის ა. ტომიშკოს მიერ შენობის აღდგენა;
  • 1897 წელი — რეკონსტრუქციის დასრულება;
  • 1944 წელი — დიდი სამამულო ომის დროს დაზიანდა;
  • 1961 წელს — შენობა ააფეთქეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]