ქერანის მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქერანის მთავარანგელოზთა ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერანიდან ჩრდილო-დასავლეთით, 0,4 კილომეტრზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია დაახლოებით 1,5 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. მეორე კარი ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილშია, რომლითაც ეკლესია ჩრდილო მინაშენთან (მშლიანად დანგრეულია, შემორჩენილია და მხოლოდ კვალი) იყო დაკავშირებული. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი ფორმის აფსიდითაა დასრულებული, რომლის სამხრეთის გვერდში მცირე ზომის ნიშია. ინტერიერი შელესილია. ეკლესიას გარს ევლება ამჟამად უკვე ნანგრევებად ქცეული გალავანი. იქვე მახლობლად, აღმოსავლეთით, სამაროვანი და ნამოსახლარის ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]