ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს LiliQvariani.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: აპრილი 23, 2024.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 11 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „LiliQvariani.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|LiliQvariani.|ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“კერძო სკოლა ფილიალებით ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. დაარსდა 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ დაარსდა 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილის მიერ.[1] პირველი კამპუსი ამავე წელს გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, ხოლო 2016 წელს ბათუმში და შემდგომ უკვე თბილისში 2017 წელს.

სკოლა პროგრესი პირველი კერძო სკოლა იყო დასავლეთ საქართველოში, რომელმაც დანერგა STEM საგნების ინგლისურ ენაზე შესწავლა. 2014–2015 წლებში „პროგრესმა“ აშშ უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს college board პროგრამების ადმინისტრირება დაიწყო.[2]

სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი არის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო (1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა, სწავლების ენა: ინგლისური, ქართული.[3]

სკოლა ახორციელებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს. ასევე, სკოლა „პროგრესს“ აქვს ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა. აქვს ორმაგი აკრედიტაცია — როგორც საქართველოს განათლების ხარისხის მართვისა და განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სააკრედიტაციო ორგანოს COGNIA-ს მიერ მინიჭებული; სკოლას ასევე მიღებული აქვს ავტორიზაცია College Board-ის მიერ, ადმინისტრირება გაუწიოს ისეთ პროგრამებს , როგორიც არის : AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR; სკოლაში მოსწავლეები ემზადებიან და აბარებენ ისეთ საერთაშორისო გამოცდებს, როგორებიცაა: SAT, AP, CAAT, PET, FCE, IELTS, TOEFL და Goethe FIT; ასევე სკოლას აქვს არაფორმალური განათლების სამსახური, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს ბიზნესის, STEM-ის, ჭადრაკის, ინტელექტუალური და სხვა მრავალი კლუბი.[4]

ქართული-ამერიკული სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს AdvancED-ის და უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს მიერ).

სკოლის კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლისთვის პრიორიტეტულია STEM საგნები, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ ჩართულია სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით.

სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები სკოლაშივე ემზადებიან და აბარებენ: PSAT/SAT, MAP General Test KET / PET / FCE, IELTS/TOEFL, Goethe Institute (FIT) საერთაშორისო გამოცდებს.[5]

სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებს აქვთ საშუალება, ინდივიდუალური კონსულტაციების დახმარებით ევროპისა თუ ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებში დროული და სისტემური მომზადებით გაიკვალონ გზა. სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ, ქართულ და ამერიკულ დიპლომს, სწავლობენ AP (Advanced Placement) კურსებს, ინდივიდუალურად ადგენენ სასწავლო გეგმას და მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში. სკოლის კურიკულუმი გულისხმობს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, ანუ მუდმივ ინტერაქციულ ციკლს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოთარგმნას.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]