ქართული (ცეკვა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული, სადარბაზო, სატრფიალო, სააშიყოქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი. ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის — სახიობის — წიაღში (XI—XII საუკუნეები). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა 5-ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა — ქალთათვის — სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე. ვაჟთათვის — მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუშები გვხვდება. ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ანდრია ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]