ქართული შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედალი

ქართული შავი — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ადგილობრივი ქართული ქათმის ჯიში.[1]

კისერი მოკლე და მსხვილია, მკერდი განიერი, კისერი გრძელი. დაფარულია ხშირი ბუმბულით, რომელიც მთლიანად შავია; კისერზე შესაძლოა ჰქონდეს მცირე რაოდენობის ფხაჭები. მამლებს კისერზე, ფრებსა და კუდზე დაჰკრავს მომწვანო-მოიისფრო-მბზინავ-პრიალა ელფერი. ნისკარტი და ფეხები მოშავო-მონაცრისფროა. ბიბილო ფოთლისმაგვარი, ფერად წითელი; ყურის ბიბილოებიც ამავე ფერისაა. კიდურები ტერფის სახსრის ქვემოთ შეუბუმბლავია; ტერფზე მცირე ზომის მკვრივად გადაკრული ქერცლი აქვს.[2]

დედლების სხეულის სიგრძეა 21–23 სმ, მკერდის ძვლის სიგრძე 12,5–15,5 სმ, გულმკერდის ირგვლივა 30,5–32,5 სმ. მამლისა, შესაბამისად, 24,0–26,0, 16,5–18,5 და 42,0–45,0 სმ. დედლის ცოცხალი მასაა 2,2–2,4 კგ (აღწევს 2,7-მდეც[1]), მამლისა — 2,8–3,1 კგ. სქესობრი სიმწიფეს 165-175 დღის ასაკში აღწევს,[1] კვერცხის დებას 6—7 თვის ასაკიდან იწყებენ; საშუალო კვერცხმდებლობა 130–142 ცალი წელიწადში, თითოეული იწონის 55,5–58 -ს.[1] კრუხობის დროს ყოველი 100 კვერცხიდან 85-88 წიწილა იჩეკება.[2]

მცირე მოთხოვნილებების მქონე ჯიშია და მარტივი ტიპის მეფრინველეობებშიც ავლენს მაღალ პროდუქტიულობას. კარგად უძლებს გარემო პირობების ცვალებადობას. შავი ქათმის თუშურ პოპულაციაში ქართველმა მკვლევარებმა გამოავლინეს ფრინველის ჭირისადმი რეზისტენტობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი,[2] რაც ჭირისადმი გამძლე ქათმის მიღების შესაძლებლობას იძლევა.[1]

ძირითადად აშენებენ საოჯახო ტიპის მეურნეობებში. რიცხოვნობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიტიჩაშვილი რ., ცხოველთა მომშენებლობა, თბ., 2010;
  • ნოზაძე რ., ხუციშვილი მ., ზავრაშვილი ვ., მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია, თბ., 2007;
  • Нацваладзе К., Нозадзе Р., Некоторые продуктивне показатели местных черных и серых кур Грузии. «Межгосударственный сборник научных трудов», Грузинского ЗВУНИ, Тб., 1997;
  • Нозадзе Р., Заврашвили В., Усоверщенствование методов и приемы сохранения и использования местных кур Грузии. «Межгосударственный сборник научных трудов», Грузинского ЗВУНИ, Тб., 1997.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 კუნჭულია, თ., კიკალიშვილი შ., პური ჩვენი არსობისა: წიგნი I, თბ.: პალიტრა L, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ქართული შავი ქათამი. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2019.