ფრინველის გრიპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრინველის გრიპი (Crippus avium) შინაურ სანიტარულ და გარეულ ფრინველთა მწვავედ მიმდინარე, ძლიერ კონტაგიოზური ავადმყოფობა, რომელიც ვლინდება ეპიზოოტიის ან ენზოოტიის სახით და ხასიათდება რესპირაციული, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით, ასევე სეპტიცემიური მოვლენებით.


ისტორიული ცნობა[რედაქტირება]

ავადმყოფობა პირველად აღწერა იტალიაში პერონჩიტომ 1880წ. მისი ვირუსული ბუნება დაადგინა ჩენტანიმ 1901წ., ხოლო 1955 წლიდან აღმძვრელი იდენტიფიცირებული იყო როგორც influenza virus-A და მის შემდეგ, 1971 წლიდან ავადმყოფობას უწოდეს ფრინველის გრიპი. ამჟამად ფრინველის გრიპი კლასიკური ჭირის ფორმით იშვითად გვხვდება. უფრო ხშირად კი რეგისტრირდება ეპიზოოტიური აფეთქებები, რომლებიც გამოწვეულია სუსტი ვირულენტობის მქონე გრიპის ვირუსის ქვეტიპებით. რუსეთში ფრინველის კლასიკური ჭირის ვირუსი დაადგინეს 1902 წელს. ავადმყოფობა შეისწავლეს და აღწერეს მ. ტარტაკოვსკიმ, ვ. სიურინმა, ნ. ოსიძემ, ა. საფონოვმა, გ.ივანოვმა და სხვა.

ეკონომიკური ზარალი[რედაქტირება]

ეკონომიკური ზარალი საკმაოდ დიდია. გრიპის A1 ქვეტიპის ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობის დროს ლეტალობა აღწევს 100%-ს, ხოლო ქვემწვავე და ქრონიკული მიმდინარეობისას კი დაავადებულ ფრინველთა 5-20% კვდება.

აღმძვრელი[რედაქტირება]

აღმძვრელი 80-120 ნმ. ზომის, რნმ შემცველი ვირუსია ( influenza virus-A, ქვეტიპი Hav-1), რომელიც მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ მიკუთვნილი იქნა ორთომიქსოვირუსების ოჯახს, ინფლუენცას გვარს, მიქსოვირუსების ჯგუფს. ყველა ცნობილი ვირუსი იყოფა რვა ქვეტიპად (A1-A8) ვირუსი ნათესაურ კავშირსია ადამიანის, ცხენის, ღორის გრიპის A ტიპის ვირუსებთან. ვირუსი რეპროდუცირდება ქათმის ემბრიონში, ქსოვილოვან კულტურაში, აქვს მრავალი სახის ფრინველის, ძუძუმწოვარი ცხოველის და ადამიანის ერითროციტების ჰემაგლუტინაციის უნარი. ფრინველის ორგანიზმში ვირუსი ინდუციერებს ანტიჰემაგლუტინინს, გამანეიტრალებელ კომპლემენტშემბოჭავ ანტისხეულებს.


გამძლეობა[რედაქტირება]

ვირუსი გამძლეა დაბალი ტემპერატურის მიმართ. ლიოფილურ მდგომარეობაში და დაბალ ტემპერატურაზე 2 წელი წლებს. ვირუსი ღრმა გაყინვისას (-70 გრადუს ცელსიუსზე) ვირურენტული რჩება ფრინველის ხორცში 300 დღეზე მეტი. დაინფიცირებული სუბსტრატის გამოშრობა აკონსერვებს ვირუსს. 65-70 გრადუს ცელსიუსზე. ინაქტივირდება 2-5 წუთში. მზის პირდაპირი სხივები 40 საათში აუვნებლებს, დაინფიცირებულ ბუმბულზე 18-20 დღე ინარჩუნებს აქტიურობას. სუფრის მარილის 1%-იან ხსნარში ვირუსი არ კვდება 5-7 კვირა. იგი ინაქტივირდება 5 წუთში 5 %-იანი მარილმჟავის, 4%-იანი ფენოლის, 2%-იანი მწვავე ნატრიუმის ხსნარებით.


ეპიზოოტოლოგიური მონაცემები[რედაქტირება]

გრიპით ავადდება ყველა სახის, ჯიშისა და ასაკის შინაური და გარეული ფრინველი. ამთვისებლობა საგრძნობლად იზრდება სხვადასხვა სანიტარიული სტრეს-ფაქტორების მოქმედებით. ფრინველის გრიპის ვირუსებს შორის ვლინდება ვირუსის ისეთი სტამები, რომელთა სუპერკაპსიდური გარსი შეიცავს ნეირამინიდაზას, რაც დამახასიათებელია ადამიანისა და ცხენის ვირუსებისათვის. დადგენილია ადამიანის გრიპის ვირუსუს სახეობათაშორისო გადაცემა ფრინველზე და ადამიანის გრიპის A2 ვირუსის ცირკულაცია გარეულ და შინაურ ფრინველებს შორის. გარეული ფრინველიდან გრიპის ვირუსს გამოყოფდნენ ეპიდემიათაშორისო პერიოდში. გარეულ და შინაურ ფრინველთა შორის შეიძლება ერთდროულად ცირკულირებდეს გრიპის ვირუსის რამდენიმე ანტიგენური სახესხვაობა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანისათვის, ფრინვველისა და შინაური ცხოველებისთვის. მეურნეობაში ფრინველის გრიპის აღმძვრელი შეიძლება მოხვდეს საკვებით, ინვენტარ-მოწყობილობით; განსაკუთრებით საშიშია არადეზინფიცირებული საბრუნავი ტარა, რომელსაც გადააქვს ფრინველის ტან-ხორცი და კვერცხი. დაავადების პირველი შემთხვევბი გვხვდება წიწილასა და დასუსტებულ ზრდასრულ ფრინველში. განსაკუთრებით არასრულფასოვანი კვების, ტრანსპორტირების და შემჭიდროვებულად გამოზრდის დროს. ქათმის დასუსტებულ ორგანიზმში ვირუსის პასაჟირებით იზრდება ვირუსის ვირულენტობა და შემდგომში ავადმყოფობა ვრცელდება. როგორც წესი, 30-40 დღეში ავადდება ყველა ამთვისებელი ფრინველი გრიპით ფრინველის დასნებოვნება ხდება რესპირაციული და პერორალური, ასევე დაზიანებული კანისა და კუნთების გზით. ინფექციის აღმძვრელის წყაროა ავადმყოფი და დაავადება გადატანილი ფრინველი

ვირუსმტარებლობა[რედაქტირება]

ვირუსმტარებლობა გრძელდება 2-3თვე. ავადმყოფი ფრინველის ორგანიზმიდან ვირუსი გამოიყოფა ყველა ექსკრეტით და სეკრეტით, ასევე კვერცხით. მეურნეობის შიგნით არმძვრელის გავრცელების ფაქტორია მღრღნელი, კატა, გარეული ფრინველი ბუმბულჭამია მწერი, კოღო. საფრინველეში კვერცხმდებელი ვირუსმატარებელი ფრინველის არსებობა უზრუნველყოფს ეპიზოოტიური კერის შენარჩუნებას მეურნეობის სტაციონარულ არაკეთილსაიმედოობას. ფრინველის ავადობა შეადგენს 80-100%-ს, სიკვდილიანობის პროცენტი მაღალია, ეს დამოკიდებულია ვირუსის ვირულენტობაზე, ფრინველის მოვლა-შენახვის პირობებზე. გრიპის მიმართ არაკეთილსაიმედო მეურნეობაში წიწილა და ზრდასრული ფრინველი ხშირად ავადდება მიკოპლაზმოზით, კოლისეპტიცემიით, ინფექციური ლარინგოტრაქეიტით. ზრდასრულ ფრინველში 40-60%-ით იკლებს კვერცხმდებლობა, რომლის აღდგენა შესაძლებელი ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებიდან 1,5-2 თვის შემდეგ. ხირად გრიპგადატანილ ფრინველში ქრება იმუნიტეტი ნიუკასლის ავადმყოფობის, ინფექციური ლარინგოტრაქეიტის, ინფექციური ბრონქიტის და ყვავილის მიმართ, რაც ზოგჯერ იწვევს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების წარმოშობას.

Erste hilfe.svg გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!