ქართლოს კასრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართლოს კასრაძე
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1926(1926-08-27)
გარდაცვალების თარიღი 2005
საქმიანობა მწერალი და მსახიობი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი და საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

ქართლოს კასრაძე (დ. 27 აგვისტო, 1926 — გ. 2005) — ქართველი მსახიობი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1926 წლის 27 აგვისტოს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1944 წლიდან გამოდის პროფესიულ ესტრადაზე, როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი, კონფერანსიე. 1988 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1997 წელს ქართული ესტრადის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის — ღირსების ორდენი[1].

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. განაჩენი (1959)
  2. უდიპლომო სასიძო (1961)
  3. თოჯინები იცინიან (1962)[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]