ქავთარ II ტბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქავთარ II ტბელიქართლის დიდი აზნაური X საუკუნის მეორე ნახევარში, სხვა აზნაურებთან ერთად იბრძოდა ქართლში აფხაზთა მეფისა და ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ხელისუფლების დამკვიდრების წინააღმდეგ. X საუკუნის 80-იან წლებში მისი წინამძღვრობით ქართლის აზნაურებმა მოღრისთან ბრძოლა გაუმართეს დასავლეთ საქართველოდან ქართლში მომავალ ბაგრატ III-ს. ქართლის აზნაურები დამარცხდნენ, რის შემდეგაც ბაგრატ III-მ, როგორც ჩანს მკაცრად დასაჯა ქავთარ ტბელი და ჩამოართვა ყმა-მამულის ნაწილი. ტბელის შთამომავალი უნდა იყოს ქართლის ერისთავი ივანე აბაზასძე (XI საუკუნის 30-იანი წწ.).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]