ფუძიანის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენგი - ფუძიანის ცნობილი წვნიანი

ფუძიანის სამზარეულო ან ფუძიანური სამზარეულო, ასევე ცნობილი როგორც მინ სამზარეულოს ან ჰოკინის სამზარეულო. იგი არის ერთ-ერთი ადგილობრივი ჩინური სამზარეულო, რომელიც წარმოშობილია ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში. ადგილობრივი სამზარეულოს სტილიდან, განსაკუთრებით პროვინციის დედაქალაქ ფუძიანიდან. ცნობილია, რომ ფუძიანის სამზარეულო არის მსუბუქი, მაგრამ არომატული, რბილი და ნაზი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია უმამის გემოზე, რომელიც ჩინურ სამზარეულოში ცნობილია როგორც xianwei (鲜味;鮮味;;鮮味;). იგი ინარჩუნებს ორიგინალურ გემოს და ძირითად ინგრედიენტებს. [1] [2]

ამ სამზარეულოში ზღვისა და ტყის მრავალფეროვანი დელიკატესია გამოყენებული, მათ შორის ადგილობრივი თევზის, მოსულკებისა და კუს უზარმაზარი მრავალფეროვნებაა. ასევე, ძირძველი საკვები სოკო და ბამბუკის ყლორტებიც საკმაოდ პოპულარულია. ისინი ძირითადად მოიპოვება ფუძიანის სანაპირო და მთიანი რეგიონებიდან. [2] რეგიონის სამზარეულოს ყველაზე ხშირად გამოყენებულსამზარეულოს ტექნიკას მოიცავს მოხრაკვის, ჩაშუშვის, ორთქლისა და დუღილის მეთოდები.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მზარეულების დანის მოხმარების უნარებისა და სამზარეულოს ტექნიკის სინაზეს, რომელიც გამოიყენება ზღვის პროდუქტებისა და სხვა საკვების არომატისა და ტექსტურის გასაუმჯობესებლად. [2] დიდი ყურადღება ეთმობა ბულიონისა და სუპების დამზადებას და გამოყენებას. [3] არსებობს ასეთი გამოთქმა, რომლებიც რეგიონის სამზარეულოს ნათლად ახასიათებს: "ერთი ბულიონი შეიძლება შეიცვალოს მრავალ (ათ) სახეობად" 一汤十变变;一湯十變; და "მიუღებელია წვნიანის გარეშე კვება "(不汤不行;不 湯 不行; ). [1]

დადუღებული თევზის სოუსი, რომელიც ადგილობრივად ცნობილია როგორც " 虾油 კრევეტის ზეთი" (虾油;蝦油;), ასევე ხშირად გამოიყენება სამზარეულოში. არაქისი (გამოიყენება როგორც კერძებისთვის, ასევე დესერტისთვის) ასევე გავრცელებულია და შეიძლება მოხარშული, შემწვარი, დაქუცმაცებული, დაფქული ან პასტის სახით მოხმარება. არაქისი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გარნირი, წვნიანებში და კიდევ დაემატოს შემწვარ კერძებს.

ფუძიანის სამზარეულომ დიდი გავლენა მოახდინა ტაივანურ სამზარეულოზე და საზღვარგარეთულ ჩინურ სამზარეულოებზე, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გვხვდება, რადგან ტაივანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჩინელ ხალხთა უმრავლესობას წინაპრების ფესვები ფუძიანის პროვინციაში აქვთ.

სტილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუჯიანის სამზარეულო შედგება სამი სტილისგან:

1. ფუჟოუ : გემო უფრო მსუბუქია სხვა სტილებთან შედარებით, ხშირად თანაბრად შერეული ტკბილი და მჟავე გემოთი გამოირჩევა. ფუჟოუ ცნობილია სუპებით და ფერმენტირებული თევზის სოუსის და წითელი საფუარის ბრინჯის გამოყენებით.

2. სამხრეთ ფუძიანი : გემო ოდნავ უფრო ძლიერია, ვიდრე ფუჟუს სამზარეულო, რაც ტრადიციას იღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და იაპონური სამზარეულოსგან. უფრო ხშირია შაქრისა და სანელებლების გამოყენება (მაგალითად, შაჭას სოუსი და ხუთ სუნელის ფხვნილი ). ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯი, ღორის ხორცი (ღორის სუბპროდუქტები გემრიელად ითვლება), საქონლის ხორცი, ქათამი, იხვი, ზღვის პროდუქტები და სხვადასხვა ბოსტნეული.

3. დასავლეთ ფუძიანი : მდოგვისა და წიწაკის დიდი დოზით გამოყენება ამ სამზარეულოსთვის დამახასიათებელია. საკვები უფრო დამარილებული და ზეთოვანია, ვიდრე ფუძიანის სხვა ნაწილებში. იგი ძირითადად, ხორცზეა კონცენტრირებული და არა ზღვის პროდუქტებზე.

სუნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუძიანის უნიკალური სუნელები მოიცავს თევზის სოუსს, კრევეტის პასტას, შაქარს, შაჩას სოუსს და გარგარს. [4]

ფუძიანი ასევე ცნობილია თავისი "მათრობელა" (ღვინით დამარილებული) კერძებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 中国烹饪协会 (China Cuisine Association). 中国八大菜系:闽菜 (China's Eight Great Schools of Cuisines : Min). 福建大酒家: 中国职工音像出版社.
  2. 2.0 2.1 2.2 中国饮食文化概论, 清华大学出版社
  3. World Atlas of Food, Bookthrift Company
  4. Hu, Shiu-ying (2005), Food plants of China, Chinese University Press