ფრთათითები[1] (ლათ.Pterophoridae) — ქერცლფრთიანების ოჯახი. ფრთების შლილი 10–40 მმ-ია, ისინი ძირითადად რუხი, ყავისფერი ან თეთრი აქვთ; სახეობათა უმრავლესობას ახასიათებს ლაპოტებად გაპობილი ფრთები (აქედან სახელწოდება), წინები — სამად, უკანები — ორად; დასვენების დროს ჰორიზონტალურად აქვთ დაწყობილი და ტანთან მართ კუთხეებს ქმნიან „T“-სებურად. ფეხები გრძელია. სახეობების ზუსტი რაოდენობა უცნობია. უპირატესობას ანიჭებენ ღია ბიოტოპებს (ველებსა და ნახევარუდაბნოებს), ტყის ზონაში — ველობებსა და ნაკაფებს. აქტიურები არიან უმეტესად შებინდებისას, ზოგიერთი — დღისით. მუხლუხები ვითარდებიან 20-ზე მეტი ოჯახის ბალახოვან მცენარეზე.[2]