ფრანჩესკო III გონძაგა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანჩესკო III გონძაგა (იტალ. Francesco III Gonzaga; დ. 10 მარტი, 1533 — გ. 22 თებერვალი, 1550) — მანტუის ჰერცოგი 15401550 წლებში. ფრანჩესკო მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგ ფედერიკო II გონძაგას ვაჟი და მემკვიდრე იყო.

1549 წლის 22 ოქტომბერს მან იქორწინა იმპერატორ ფერდინანდ I ასულ კათარინაზე (1533—1572). ფრანჩესკო ქორწინებიდან 4 თვეში უშვილოდ გარდაიცვალა და ტიტული მის ძმაზე გულიელმო გონძაგაზე გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]