ფლამინები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლამენი. III საუკუნე. ლუვრი.

ფლამინები (ლათ. Flamen-inis) — გადმოცემის თანახმად მეფე ნუმა პომპილიუსისაგან დაწესებული ქურუმთა კოლეგია ძველ რომში. ისტორიულ პერიოდში ფლამინებს უმაღლესი პონტიფიკი ნიშნავდა.კოლეგია შედგებოდა სამი უმაღლესი და თორმეტი პლებეური ფლამინისაგან. მათ ძირითად მოვალეობას ღმერთთათვის მსხვერპლის შეწირვის საქმის მოგვარება წარმოადგენდა. ფლამენებს არ შეეძლოთ შეხებოდნენ ცხენს, იარაღს, ცხვარს, ძაღლს, ხორცს, სუროს, ცერცვს, ცომს. არ შეეძლოთ ფიცის მიცემა, დასაფლავეებებზე დასწრება და საერთოდ იმ სახლში გაჩერება, სადაც მიცვალებული განისვენებდა. ეს აკრძალვები ვრცელდებოდა იუნონას ქურუმ ქალებზეც. თუ დამნაშავე ფლამინის სახლში შევიდოდა, მას ვერ დასჯიდნენ. [1]


სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 305 - თბილისი, „განათლება“, 1972.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: