ფიფქია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ფიფქია და შვიდი ჯუჯა)
ფიფქია (გერმ. Schneewittchen) — გერმანული ზღაპარი, რომელიც გამოსცეს ძმებმა გრიმებმა 1812 წელს. სიუჟეტის მიხედვით, პრინცესა სახელად „ფიფქია“ ბოროტი დედინაცვლის გამო იძულებულია ტყეში დაიმალოს. იქ ის შვიდი ჯუჯის სახლს შეეფარება. ჯუჯები ყველანაირად უფრთხილდებიან ფიფქიას, მაგრამ ერთ დღეს მოხუცად ქცეული დედინაცვალი ფიფქიას მოუტანს მოწამლულ ვაშლს. ფიფქია კვდება, მაგრამ მას აცოცხლებს პრინცის კოცნა.