ფირფიტლაყუჩიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფირფიტლაყუჩიანები
White shark.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: თევზები
ლათინური სახელი
Elasmobranchii

ფირფიტლაყუჩიანები (ლათ. Elasmobranchii) — ხრტილიანი თევზების ქვეკლასი. აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი. სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით (კანის კბილებით), ზოგს შიშველი სხეული აქვს. ლაყუჩები ფირფიტოვანია, უსარქველო. ნაწლავებში სპირალური ნაოჭია, რომელიც კლოაკაში იხსნება. მამლების მუცლის ფარფლის განაპირა სხივი გარდაქმნილია შესაწყვილებელ ორგანოდ — პტერიგოპოდიუმებად. ქვეკლასში 2 ამომწყდარი და 1 თანამედროვე რიგია — ზვიგენები. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებში, — ზოგი ტკნარ წყლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]