ფილიპე (ჰიმნოგრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფილიპე.

ფილიპეX საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. ავტორია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი თექვსმეტმარცვლიანი ცამეტსტრიქონიანი აკროსტიქული იამბიკოსი (კიდურწერილობა: „ფილიპე ბეთლემი“). პირველად აქ გვხვდება თექვსმეტმარცვლიანი შაირის საზომი, რომელიც შემდგომში გამოიყენა საერო მწერლობამ. ფილიპეს იამბიკო სინის მთის ხელნაწერებში გამოავლინა ნიკო მარმა, მანვე გამოსცა პირველად ტექსტი (1910).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., ძველ-ქართული სასულიერო პოეზია, წგნ. 1, ტფ., 1913;
  • მისივე, გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]