ფილიპე კვაშალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილიპე კვაშალი (დ. 1897, ოზურგეთი — გ. 1965) — ქართველი სოფლის მეურნეობის მუშაკი, მეცნიერი.

1930 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაციით.

1936-1940 წლებში საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ცხოველთა კვების და საკვებთა ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1940-1945 წლებში მუშობს პრაქტიკულ სამუშოზე წარმოებაში. 1945 წლიდან ზემოაღნიშნული განყოფილების გამგეა. მისი მეცნიერული ნაშრომები ეძღვნება ცხოველთა კვების საკითხებს, თუთის აბრეშუმხვევიას ჭუპრების ღორის და ფრინველის კვებაში გამოყენებას, დასავლეთ საქართველოს მომთაბარე მეღორეობის განვითარებას და სხვ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, 1935 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ტყის საკვები საშუალებანი და მეღორეობაში მისი რაციონალურად გამოყენების გზები (ავტორი). - თბილისი, საქ. სას.-სამ. ინ-ტის გამ-ბის სტ., 1958 გვ. 31
  • საკვებ საშუალებათა შემზადების ზოგიერთი წესი (ავტორი). - თბილისი, საქ. სას.-სამ. ინ-ტის გამ-ბა და სტ., 1953. გვ. 45
  • აბრეშუმის ჭიის ჭუპრი, როგორც ცილოვანი საკვები წიწილებისათვის (ავტორი). - თბილისი, ტექნიკა და შრომა-ს გამომცემლობა და სტამბა, 1939. გვ. 16

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. თბ., 2004 გვ. 177

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]