უფლისციხის კლდის ფარეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფლისციხის კლდის ფარეხი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის ჩრდილოეთით, ე. წ. ადუანთხევის სათავეებთან. თარიღდება ფეოდალური ხანით. შეისწავლა უფლისციხის 1957-1963 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. (უფროსები: თ. ქარუმიძე, დ. ხახუტაიშვილი) კლდის ფარეხი შედგება ორრიგად განლაგებული კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულებისგან. ზედა სართული სახიზარი იყო, ქვედა-მშვიდობიანი დროის საცხოვრებელი, მოგვიანებით გამოუყენებიათ ფარეხად. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]