უნივერსიტეტის კორომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნივერსიტეტის კორომი (რუს. Университетская роща) — ტომსკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ბუნების ძეგლი, უნივერსიტეტის ძველი ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი. 1885 წელს დააარსა ციმბირის საიმპერატორო უნივერსიტეტის მეცნიერმა პორფირი კრილოვმა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1819 წელს ინჟინერმა გავრილ ბატენიკოვმა შეადგინა ქალაქის კორომის პირველი გეგმა, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში ტომსკელების დასვენების ადგილად იქცეოდა.

1877 წელს მომავალში უნივერსიტეტს ასაშენებლად გამოიყო ადგილი, რომელსაც ეწოდებოდა ელანი. მშენებლობის დასაწყისისთვის ეს მიწა გადაეცა უნივერსიტეტს სრულ საკუთრებაში. ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყით იყო დაფარული და ეწოდებოდა „ქალაქის არყის ხის კორომი“.

1884 წლისათვის ააგეს მეტალის მოაჯირების ღობე, რომლებიც იდგა აგურის ბოძებზე. ხეების დარგვის შემდეგ ჩამოყალიბდა ალექსანდრეს ბულვარი, იმ სამი იმპერატორის პატივისცემის ნიშნად, რომელთა წყალობითაც დაარსდა ტომსკის უნივერსიტეტი: ალექსანდრე I (1803 წელს დაფუძნდა), ალექსანდრე II (1878 წელს დაარსდა), ალექსანდრე III (1888 წელს გაიხსნა).

1909 წელს ააშენეს ციმბირში პირველი რკინა-ბეტონის ხიდი არქიტექტორ ანდრეი კრიაჩკოვის პროექტის მიხედვით.

პ. ნ. კრილოვის მიერ შემოთავაზებული კორომების შემდეგი პროექტი იმდენად წარმატებული იყო, რომ უნივერსიტეტის კორომი ბაღებისა და პარკების ხელოვნების ნიმუში გახდა.

უნივერსიტეტის კორომში უამრავი ძეგლია შემონახული. მათ შორის აღსანიშნავია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ძეგლები, დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულთა ძეგლები, პოტანინის, კრილოვისა და სერგიევსკის ბიუსტები, ყორღანებში აღმოჩენილი ქვის ანთროპომორფული სტელების ნიმუშები. თავად კორომი ბუნების ძეგლს წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сад // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 302-303. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]