უკანამხარის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანამხარის კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარის განაპირას, დასავლეთით. განეკუთვნება XVII საუკუნეს. ნაგებია ნატეხი ქვით. იგი გეგმით კვადრატულია (6 x 6 მეტრი), ზემოთ შევიწროებული. შესასვლელი აღმოსავლეთიდან პირველ სართულზეა. ზედა სამ სართულზე, აღმოსავლეთით, თითო პატარა სარკმელია. ამ სართულების კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. მეოთხე სართულის ზემოთ მოაჯირით შემოსაზღვრული. ოთხივე მხარეს სალოდეებიანი საბრძოლო ბანი ჰქონია (შემორჩენილია მცირე ნაწილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]