უდაბნოს ჩამძვრალიხევის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს ჩამძვრალისხევის კომპლექსი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს რკინის მთის სამხრეთ ფერდობზე მთათა შორის ვიწროებში, რკინის მადნის საშუალო სიახლოვეს. მას ერთადერთი მისადგომი მრავალწყლისხევის ხეობიდან აქვს. კომპლექსში შედის: ნამოსახლარი, რკინის სახელოსნო და სამაროვანი.

დავით გარეჯის უდაბნოში, რკინის მადნის შემცველობით ყველაზე მდიდარი რკინის მთა ჩანს და სავარაუდოდ, მის ირგვლივ მდებარე ხეობები ამ წარმოებით დასაქმებულ ადამიანთა ჯგუფებისათვის ყველაზე ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო დასასახლებლად. მით უმეტეს, რომ პალინოლოგიური ანალიზების მიხედვით, ეს მხარე ძვ. წ. II ათასწლეულში და ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში მდიდარი იყო ტყის მასივებით - და შესაბამისად, მაღალი დებეტის მქონე მცირე მდინარეებით.

ნამოსახლარი ორ ღრმა ხევს შორის. მცირე შემაღლებებზეა განფენილი. რელიეფის მიხედვით, ხეობა სრულიად გამოუსადეგარია, მასშტაბური სამ-სამ სამუშაოების წარმოებისათვის და, სვარაუდოდ, ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად რკინის მეტალურგიასთან დაკავშირებული საქმიანობით უნდა ყოფილიყო დაკავებული. ნამოსახლარზე შენობები წინასწარ შედგენილი პროექტით უნდა იყოს დაგეგმარებული. ისინი ნაგებია მკაცრად სიმეტრიულად, ნაწილობრივ დამუშავებული ქვის დიდი კვადრატებით. ზედაპირულად მოპოვებული, ძირითადად ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭლის მიხედვით, დასახლება დაახლოებით ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისს განეკუთვნება, თუმცა, თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი უფრო ადრეული უნდა იყოს.

დასახლების ბორცვის ძირის დონეზე, მის ჩრდილოეთით, ხევს გაღმა, კრომლეხებიანი სამაროვანია. მის დასავლეთით კი კარგად იკვეთება საწარმოო უბანი, რომლის მთელი ტერიტორიები დიდი ცეცხლის შედეგადაა დამწვარი და მოფენილია წიდის ფრაგმენტებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]