უდაბნოს მეორე გორასამარხების ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უდაბნოს გორასამარხების ველი.

უდაბნოს მეორე გორასამარხების ველი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოდან 8 კილომეტრის მოშორებით, მრავალწყლის ხეობაში, ქალაქ რუსთავის მიმართულებით. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულით.

ძეგლი შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა ძალზედ დაზიანებული თორმეტი ქვაყრილიანი გორასამარხი. სამარხები გეგმით მართკუთხა, კუთხეებ მომრგვალებული ორმოებს წარმოადგენენ. თითოეული მათგანი ქვის ფილებით იყო დახურული, გარდა ერთისა, რომლის გადასახურადაც ხის ძელები იყო გამოყენებული.

სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები. ერთი-ერთ სამარხში გამოვლენილი თიხის ჭურჭლი დამზადებულია კარგად განლუქუი თიხისაგან. კეცი ორ ან სამფენოვანია, ნაცრისფერი ან ვარდისფერი შიდაპირით. ზედაპირი შავპრიალაა, შემკულია რელიეფული გამოსახულებებით, სავარცხლის კბილის შტამპით გადატანილი სხვადასხვა ორნამენტული სახეებით. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს რაპირა და დანა. ამ სამარხში აღმოჩენილი მასალა განეკუთვნება ძველ თრიალეთურ კულტურას და ძვ. წ. XVIII საუკუნით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]