უდაბნოს მეოთხე გორასამარხების ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უდაბნოს გორასამარხების ველი.

უდაბნოს მეოთხე გორასამარხების ველი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ჩიჩხიტურის ჩრდილოეთით მდებარე ველზე, დავითის ლავრისაკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს. განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულს.

ძეგლი 1980-იან წლებში შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. გაითხარა ერთი გორასამარხი. მისი ყრილი მიწისაგან იყო მოზვინული. ყრილის ქვეშ დაფიქსირდა ორი სამარხი, რომლის ფსკერზეც აღმოჩნდა ხის, რომბისებრი, ორბორბლიანი საზიდარი. მასზე მიცვალებული იყო დაკრძალული მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით დასავლეთისაკენ. სამარხში გამოვლინდა აგრეთვე ამავე პერიოდისათვის პერიოდისათვის ტიპური, თიხის რამდენიმე ჭურჭლი.

ძეგლზე მოპოვებული მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]