ტყავფრთიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყავფრთიანები
Forficula auricularia
Forficula auricularia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ტყავფრთიანები
ლათინური სახელი
Dermaptera

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ტყავფრთიანები, ყურბელები (ლათ. Dermaptera) — მწერების რიგი, რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. აქვთ წაგრძელებული (3,5—30 მმ-მდე), მოქნილი სხეული, მუცლის ბოლოზე დანამატი წყვილი მარწუხის სახით. წინა (ზედა) ფრთები მკვრივია, დამოკლებული, უკანა — სიფრიფანა, რომელიც მოსვენებისას ზედა ფრთების ქვეშ არის შეკეცილი. რიგში 1200-მდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. უმთავრესად ღამის მწერებია, ნესტისა და სითბოს მოყვარული. ძირითადად ცხოველური ან მცენარეული ნარჩენებით იკვებებიან, ზოგჯერ თავს ესხმიან პატარ-პატარა მწერებს, ობობებს, ჭიებს, ზოგი სოფლის მეურნეობის მავნებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: