ტულური ძიძგილა ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტულური ძიძგილა ბატიბატის ძველი რუსული სამამულო ჯიში. გამოყვანილია XVII საუკუნის ბოლოს ტულის გუბერნიაში (აქედან სახელწოდება). უკვე მრავალი საუკუნეა, რაც ამ ჯიშს აშენებენ მხოლოდ ბატების ორთაბრძოლის ჩასატარებლად. მოძრავი და ამტანი ბატია, საშუალო ზომის (ცოცხალი მასა 5–6 კგ), ფართო და მკვრივი კორპუსით, ძლიერი ფეხებით. ტანი მომრგვალებული, ფართო, თითქმის ჰორიზონტალურად დაყენებული. თავი მოკლე, მომრგვალებულია, ფართო შუბლით, დახრილი კეფითა და მკრთალი ყვითელი ფერის, ფუძესთან მსხვილი ნისკარტით. შეფერილია თიხისფრად (ყვითელ-წითლად) ან რუხად, მუცელი და კორპუსის ქვედა მხარე — თეთრად; ფრთებისა და კუდის ბუმბულებზე თეთრადაა კანტი შემოვლებული.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ТУЛЬСКАЯ БОЙЦОВАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 485-486.