ტროპიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტროპიანები, მფრინავი ფრინველები (Carinatae ანუ Volantes) — ფრინველთა ქვეკლასი, რომელსაც განეკუთვნება ფრინველთა უმრავლესობა (უპირისპირებენ უტროპოებს ანუ მორბენალ ფრინველებს და მოცურავეებს ანუ პინგვინებს). ტროპიანების მკერდის ძვალს გასწვრივ გასდევს ძვლიანი ქედი — ტროპი. მათ უმრავლესობას შეუძლია ფრენა (ზოგიერთმა ეს უნარი დაკარგა), კარგად აქვთ განვითარებული მომქნევი და საჭის ბუმბულები. სახელწოდება „ტროპიანები“ დღევანდელ სისტემატიკაში თითქმის აღარ იხმარება.

ლიტერატურა[რედაქტირება]