ტრასტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნდობითი ფუნქცია ანუ ტრასტი (ინგლ. trust) — ურთიერთობების სისტემა ზოგად სამართალში, რომლის დროსაც საკუთრება, რომელიც ეკუთვნის მფლობელს, გადაეცემა ნდობით მმართველს (ან მეურვეს), მაგრამ მართვის შედეგად მიღებულ შემოსავალს ინაწილებენ შემოსავლის ბენეფიციარები. მფლობელი (რომელიც შეიძლება იმავდროულად იყოს შემოსავლის ბენეფიციარი და/ან, ცალკეულ შემთხვევაში, მმართველი), შესაბამისად სპეცილაური შეთანხმებისა, მის საკუთრებაში არსებულ ფასეულობებს სამართავად გადასცემს მეურვე პირს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია განახორციელოს ის ოპერაციები, რომლებსაც შედეგად მოყვება ბენეფიციარებისთვის სასურველი, მაქსიმალური მოგება ან იხელმძღვანელოს მფლობელის სხვა ინსტრუქციებით. [1][2]

ნდობითი მართვის წარმოშობის ისტორია[რედაქტირება]

ბრიტანეთის სამართალში ტრასტის შესახებ ჩანაწერების ისტორია ჯვაროსნული ბრძოლების პერიოდს უკავშირდება, როდესაც ურწმუნოთაგან ისრაელის განთავისუფლებისთვის წასული მებრძოლი რაინდები, სახლში საკუთარ ქონებას, სამართავად სანდო ნათესავებს უტოვებდნენ. მმართველებს ევალებოდათ ისე ემართათ ქონება, რომ მებრძოლთა ოჯახებს სათანადო შემოსავალი მიეღო.

მოგვიანებით, შუა საუკუნეებში, სატრასტო ურთიერთობების ფორმამ გამოყენება ჰპოვა, საზოგადოების მაღალი წრეების, - ფეოდალთა და რაინდთა ქონების, მეფისა და კრედიტორების მხრიდან დაცვის საკითხებში. სატრასტო მმართველობა ხშირად ეკლესიას ბარდებოდა, - საეკლესიო ქონება კი მეორე მხრივ არ ემორჩილებოდა ცივილურ (საერთოსაზოგადოებრივ) სამართალს, - იგი კლერიკალური სამართალის კანონებს ითვალისწინებდა. მოგვიანებით, XVI საუკუნეში ტრასტს ასევე იყენებდნენ, როგორც ანდერძის ალტრნატიულ ფორმას, რომელიც იძლეოდა მაღალი გადასახადებისგან თავის არიდების შესაძლებლობას. ამრიგად, [3] ირკვევა, რომ ურთიერთობის ამ ფორმას გადასახადებისგან და კონფისკაციისგან დაცვის ფუნქცია გააჩნდა.

ამგვარად, ბრიტანელმა კანონმდებლებმა არათუ შექმნეს, არამედ განავითარეს კიდევაც სატრასტო მფლობელობის ისეთი ფორმა, როდესაც ქონება ეკუთვნის ერთ პირს, მაგრამ მისი მართვის უფლებით სარგებლობს მეორე პირი (მფლობელის მხრიდან კონტროლის უფლების გათვალისწინებით). ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი, ფედერიკ უილიამ მეიტლენდი (ინგლ. Frederic William Maitland, 1850 – 1906) გამოთქვავს აზრს, რომ ”სატრასტო ფონდის ისტორია, რომელიც დღეს ინვესტირდება მიწაში, შემდეგ ვალუტაში, ზეგ კი აქციებში და ობლიგაციებში, - წარმოადგენს ინგლისის იურისპრუდენციის ერთერთ ღირსშესანიშნავ მონაპოვარს”.[4]

ნდობითი მართვის უპირატესობები და ნაკლოვანებები[რედაქტირება]

თანხის გატანის და შეტანის ოპერატიულობის თვალსაზრისით, ნდობითი მართვის ფორმა, განსხვავებით სხვა სახის საპაიო-საინვესტიციო ფონდების მხრიდან შემოთავაზებული მომსახურების ფორმებისაგან, მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს. აქტივების მართვის ოპერატიულობა დღეს, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, აქტივებთან მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მნიშვნელოვანი ფატორია იმდენად, რამდენადაც დროის მცირედ ინტერვალშიც კი ფასიანი ქაღალდების, ვალუტის თუ სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ფასები მნიშვნელოვნად იცვლება.

საბროკერო კომპანიები, მფლობელის მხრიდან მოსახერხებელი კონტროლისა და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ნდობის მოპოვების მიზნით, ხშირად სარგებლობენ PAMM (Percent Allocation Management Module) [5] - ანგარიშებით.

ნდობითი მართვა საბირჟო და გარე-საბირჟო სავალუტო ბაზარზე[რედაქტირება]

ნდობითი მართვა შეიძლება გულისხმობდეს მმართველი პირის მიერ ფინანსურ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობას და არა მხოლოდ ფასიან ქაღალდებში, არამედ სხვადასხვა ქვეყნების ვალუტაში

საბროკერო კომპანიები რეგულარულად აცხადებენ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც აქტივების ნდობით მართვაში გადაცემის რიცხოვნობა და მოცულობები ყოველწლიურად 30-40%-ით იზრდება. პროფესიონალი სპეკულანტები, რომლებიც ვაჭრობენ კლიენტთა ინტერესებით, ყოველთვიურად გამოიმუშავებენ ვაჭრობისთვის მიღებული აქტივების 5-10%-ს, ანუ იღებენ შემოსავალს ყოველწლიური 60-120%-ის მოცულობით. კერძო თრეიდერები და საბროკერო კომპანიები, ბაზრის აქტივობის შესაბამისად და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა დროს აწესებენ მართვაში მიღებული თანხების მინიმალური მოცულობების სხვადასხვა ზღვრულ მოცულობებს [6]

საინვესტიციო - სატრასტო კომპანიების საქმიანობა, როგორც წესი უკავშირდება ფინანსური ინსტრუმენტებით სავაჭრო ოპერაციებს მსოფლიოს გლობალურ ბირჟებზე.[7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Free Legal Dictionary http://legal-dictionary.thefreedictionary.com/trust
  2. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=2397
  3. ტრასტის წარმოშობის ისტორიული წყაროებიდან http://trust-nz.com/trust-history.html
  4. McCormack G. 2000, OEICs and trusts: the changing face of English investment law // The Company Lawyer. 2000. Vol. 21. P. 2 - 13.(ინგლისური)
  5. Percent Allocation Management Module http://en.wikipedia.org/wiki/Percent_allocation_management_module
  6. ”+ 36,6% ნორმალური ინვესტიცია” № 62 (1344) 21 მაისი 2011 წ. http://nsi.ge/2011/05/normal-investment/
  7. კავკასიის საინვესტიციო-სატრასტო კომპანია, საბირჟო ვაჭრობის ცენტრი http://vef.ge/