ტრაპეცია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაპეცია

ტრაპეცია ეწოდება ოთხკუთხედს, რომლის ორი მოპირდაპიე გვერდი ერთმანეთის პარალელურია, ხოლო დანარჩენი ორი - არა. პარალელურ გვერდებს ტრაპეციის ფუძეები ეწოდება, ხოლო დანარჩენ ორ გვერდს კი ტრაპეციის ფერდები. ტოლფერდაა ტრაპეცია, თუ მისი ფერდები ერთმანეთის ტოლია.

მონაკვეთს, რომელიც ფერდების შუა წერტილებს აერთებს ტრაპეციის შუახაზი ეწოდება. ტრაპეციის შუახაზი ფუძეების პარალელურია და მათი ჯამის ნახევარს უდრის.

პირადი ხელსაწყოები