ტოპაზი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტოპაზი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | სილიკატური მინერალები |
| ქიმიური ფორმულა | Al2SiO4(F,OH)2 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | უფერო, წყლისებრ-გამწვირვალე, ყვითელი, მონაცრისფრო, მომწვანო, ყავისფერი, იშვიათად ვარდისფერი, იისფერი, მწვანე, ცისფერი, ჩალისებრ-ყვითელი |
| კრისტალის სინგონია | რომბული |
| ტკეჩადობა | (001) მიმართ სრული |
| მინერალის მონატეხი | საფეხურისებრი, ნიჟარისებური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 8 |
| მინერალის ელვარება | მინისებრი |
| ხაზის ფერი | თეთრი |
| ხვედრითი წონა | 3.5-3.6 |
ტოპაზი — ალუმინის ფლუოროსილიკატის კრისტალი (მინერალი). მისი ქიმიური ფორმულაა Al2SiO4(F,OH)2.
იგი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ძვირფას ქვებს.
ტოპაზი შეიძლება იყოს უფერო, თეთრი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი, ყვითელი-ყავისფერი, ყავისფერი მოვარდისფრო და ვარდისფერი. უფრო მუქი ფერები მიიღწევა გახურებით ან რადიაციით. ეს არის მძიმე, მყარი მინერალი, კრისტალური ფორმებით.
ქვის სახელწოდება მომდინარეობს წითელი ზღვისკუნძულ ტოპაზოსგან (τοπαζος, დღევანდელი ზაგარბადი).
საბადოები [რედაქტირება]
ტოპაზი განსაკუთრებით მომრავლდა XIX საუკუნეში ურალში, ქალაქ ალაბასკას მახლობლად.
დღეს იგი დიდი რაოდენობით მოიპოვება ბრაზილიაში, თუმცა ბევრ სხვა ადგილასაც გვხვდება.
სიმბოლო [რედაქტირება]
ტოპაზის ქორწინება ქორწინების 44 წლისთავის სიმბოლოა ფრანგულ ფოლკლორში.