ტიტა რუფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიტა რუფო, რიგოლეტო

კაფიერო ტიტა რუფო (Titta Ruffo) (დ. 8 ივნისი, 1877 პიზა - გ. 6 ივლისი 1953, ფლორენცია, დაკრძალულია მილანში) - იტალიელი მომღერალი (ბარიტონი). მუშაობდა მჭედლად. სიმღერის სწავლა დაიწყო 19 წლისამ. დებიუტი შედგა რომში, 1898 წელს (მაცნეს პარტია ვაგნერის "ლოენგრინში"). 1920-იან წლებში მღეროდა მეტროპოლიტენ-ოპერაში (ნიუ-იორკი). 1931 წლის შემდეგ დატოვა სცენა. ტიტა რუფოს ჰქონდა იშვიათი ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმა. პარტიები: რიგოლეტო, იაგო (ვერდის "რიგოლეტო", "ოტელო"), ფიგარო (როსინის "სევილიელი დალაქი"), სკარპია (პუჩინის "ტოსკა"), ტონიო (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), დემონი (რუბინშტეინის "დემონი") და სხვა.