ტვინის 10 პროცენტის მითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანის ტვინი და თავის ქალა

ტვინის 10 პროცენტის მითი — ფართოდ გავრცელებული ურბანული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ადამიანთა უმრავლესობა თავისი ტვინის მხოლოდ 10 (ან სხვა მცირე) პროცენტს იყენებს. ეს მოსაზრება სხვა ბევრ პიროვნებასთან ერთად, ალბერტ აინშტაინსაც მიეწერება.[1] მითი ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით გვთავაზობს იმ იდეასაც, რომ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ტვინის დარჩენილი პოტენციალი და განივითაროს ინტელექტი.

ახალი გამოცდილებების და კვლევების მეშვეობით გამოვლინდა ცვლილებები რუხ და თეთრ ნივთიერებაში, მაგრამ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რას გულისხმობს ეს ცვლილებები.[2] ცნობილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის დიდი ნაწილი გამოუყენებელია და შეიძლება შემდეგში „გააქტიურდეს“ პოპულარულ ფოლკლორში რჩება და არ გვხვდება მეცნიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოებები ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ისევ არსებობს, მაგალითად, მეხსიერება და ცნობიერება — ტვინის ფიზიოლოგიური რუკა გვეუბნება, რომ მის თითოეულ უბანს აქვს გარკვეული ფუნქცია.[3][4]

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი შესაძლო წარმომავლობა ჰარვარდის ფსიქოლოგების, უილიამ ჯეიმზის და ბორის სიდისის, მიერ 1890იან წლებში ჩამოყალიბებული ენერგიის მარაგის თეორიიდან გამომდინარეობს. მათ შეამოწმეს თეორია ვუნდერკინდი ბავშვის, უილიამ სიდისის დაჩქარებულ ზრდაზე დაყრდნობით. ამის შემდეგ, ჯეიმზმა ამცნო საზოგადოებას, რომ ადამიანები ცხოვრების განმავლობაში თავიანთი გონებრივი პოტენციალის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს იყენებენ, რაც 10 პროცენტის მითის წარმოშობის საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზია.[5] 1936 წელს ამერიკელმა მწერალმა, ლოუელ ტომასმა შეაჯამა ეს იდეა (დეილ კარნეგის წიგნის, „როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“, წინასიტყვაობაში) არაზუსტი პროცენტული შეფარდებით და თქვა: „ჰარვარდის პროფესორი, უილიამ ჯეიმზი, ამბობდა, რომ საშუალოდ, ადამიანი თავისი ფარული ნიჭისა და გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ 10%-ს ავითარებს.“[6] თუმცა ეს წიგნი არ იყო პირველი, სადაც 10% ახსენეს, მანამდე ეს რიცხვი უკვე ფიგურირებდა თვითდახმარების მოძრაობაში. მაგალითად, წიგნი „გონების მითები": პოპულარული მოსაზრებების აღმოჩენა ტვინისა და გონების შესახებ“ შეიცავს თავს 10 პროცენტის მითის შესახებ, რომელიც გვაჩვენებს 1929 წლის „World Almanac-ის” რეკლამას თვითდახმარების შესახებ, სადაც წერია: „ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მეცნიერები და ფსიქოლოგები გვუებნებიან, რომ ჩვენი ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 10 პროცენტს ვიყენებთ.“[7] 1970-იანებში, ფსიქოლოგმა და განმანათლებელმა გეორგი ლოზანოვმა შექმნა სწავლების მეთოდი „საჯესტოპედია“ — დაჯერება იმისა,რომ ჩვენ შეიძლება ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ 5-10 პროცენტს ვიყენებდეთ.[8][9] მითის წარმოშობა ასევე უკავშირდება უილდერ პენფილდს, ამერიკაში დაბადებულ ნეიროქირურგს, რომელიც მონრეალის ნევროლოგიური ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო მაკგილის უნივერსიტეტში.[10]

წარმომავლობის ერთ-ერთი ისტორიის თანახმად, ათი პროცენტის მითი დიდი ალბათობით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩატარებული კვლევის არასწორი ინტერპრეტაციის ნაყოფია. მაგალითად, ტვინის ბევრი უბნის (განსაკუთრებით დიდი ნახევარსფეროების ქერქის) ფუნქციონირება იმდენად კომპლექსურია, რომ დაზიანების ეფექტი შეუმჩნეველია, რამაც ადრეული ნევროლოგები დააფიქრა იმაზე თუ რა ფუნქციები ჰქონდათ ამ უბნებს.[11] ასევე აღმოჩნდა, რომ ტვინი ძირითადად გლიური უჯრედებისგან შედგება, რომლებსაც მანამდე მხოლოდ მეორად ფუნქციებს მიაწერდნენ. ჯეიმზ უ. კალატი, ბიოლოგიური ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი, აღნიშნავს, რომ 1930იან წლებში ნეირომეცნიერებმა იცოდნენ ტვინში „ადგილობრივი“ ნეირონების დიდი რაოდენობის არსებობის შესახებ. ადგილობრივი ნეირონების ფუნქციის არასწორმა გააზრებამ, დიდი ალბათობით საფუძველი ჩაუყარა 10 პროცენტის მითს.[12] მითის პროპაგანდა შესაძლოა იმ იდეიდან რაღაც ნაწილის ამოღებით მოხდა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ადამიანი დროის მოცემულ მონაკვეთში თავისი ტვინის მცირე ნაწილს იყენებს. Scientific American-ში გამოქვეყნებულ იგივე სტატიაში, ჯონ ჰენლი, მინესოტას შტატის მაიოს კლინიკის ნევროლოგი, აცხადებს შემდეგს: „მტკიცებულებებს შეუძლია გვიჩვენოს, რომ დღის განმავლობაში თქვენ ტვინს 100%-ს იყენებთ.“[1]

მიუხედავად იმისა, რომ ტვინის ნაწილების ფუნქციები თითქმის სრულიადაა შესწავლილი, ბევრი საიდუმლოება რჩება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ტვინის უჯრედები (ნეირონები და გლია) ისე, რომ კომპლექსური ქცევების და დარღვევების გამოწვევა შეუძლიათ. აგრეთვე, ყველაზე ფართო და საიდუმლოებით მოცული კითხვა ისაა, თუ როგორ ურთიერთობენ ტვინის ერთმანეთისგან განსხვავებული უბნები ისე, რომ ცნობიერი გამოცდილებების შექმნას ახერხებენ. დღესდღეობით, არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ცნობიერებაზე ტვინში მხოლოდ ერთი კონკრეტული უბანია პასუხისმგებელი, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ეს რეალურად კოლექტიური ნეირონული ძალაა. შესაბამისად, ჯეიმის იდეა, რომ ადამიანებს გააჩნიათ აუთვისებელი კოგნიტური პოტენციალი, არის სრულყოფილად პასუხგაუცემელი კითხვების დიდი რაოდენობის მიზეზი.[1]

ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტვინის 10%-ის“ მითი

ნევროლოგი ბარი გორდონი მითის არამართებულობას შემდეგი სიტყვებით აღწერს: „ჩვენ, ფაქტობრივად, ტვინის ყველა უბანს ვიყენებთ და მისი დიდი ნაწილი მუდმივად აქტიურია.“[1] Neuroscientist Barry Beyerstein sets out seven kinds of evidence refuting the ten percent myth:[13] ნეირომეცნიერი ბარი ბეიერშტეინი 6 სახის მტკიცებულებას აყალიბებს 10 პროცენტის მითის უარსაყოფად:

  1. ტვინის დაზიანების კვლევები: თუ 10 პროცენტის მითს ჩვეულებრივ გამოვიყენებთ აღმოჩნდება, რომ ტვინის სხვა უბნების დაზიანებამ არანაირი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს ქცევაზე. ამის საპირისპიროდ, არ არსებობს ტვინის უბანი, რომლის დაზიანების შემდეგაც არ შეიზღუდება შესაძლებლობები. პატარა უბნების მსუბუქ დაზიანებასაც კი შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ეფექტი.
  2. ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ერთი უბანი, ყველა მათგანი მუდმივად აქტიურია. ზოგიერთი უბანი კონკრეტულ დროს უფრო მეტად აქტიურდება, ვიდრე სხვა, მაგრამ გარდა ტვინის დაზიანებების შემთხვევებისა, არ არსებობს ნაწილი, რომელიც არ ფუნქციონირებს. ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) და ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაცია (fMRI) საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ცოცხალი ტვინის აქტივობას. ამ ტექნოლოგიებმა ცხადყო, რომ ძილის დროსაც კი ტვინის ყველა ნაწილი აქტიურია გარკვეული დონით და მხოლოდ სერიოზული დაზიანებების დროს აქვს ტვინს „ჩუმი“ უბნები.
  3. სხეულს ტვინი ძალიან „ძვირი“ უჯდება ჟანგბადის და ნუტრიენტების მოხმარების თვალსაზრისით. მას შეუძლია მთლიანი სხეულიდან 20%-მდე ენერგია მოიხმაროს - ყველა სხვა ორგანოზე მეტი. ეს იმ ფონზე, როცა ის მთლიანი ორგანიზმის წონის მხოლოდ 2%-ს შეადგენს.[14][15] მისი 90% რომ არასაჭირო იყოს, იმ ადამიანებს, ვისაც პატარა ზომის ტვინი აქვთ გადარჩენის მეტი უპირატესობა ექნებოდათ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ბუნებრივი გადარჩევის პროცესი თავიდან მოიშორებდა უმოქმედო ტვინს. ისიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამდენი ზედმეტი ნივთიერებით დატვირთული ტვინი ერთ-ერთი პირველი განვითარდა ადამიანის ორგანიზმიდან. იმ ისტორიული რისკის გათვალისწინებით, რომელიც დიდი ზომის ტვინით (და შესაბამისად თავის ქალის)[16] დაბადებული ბავშვების სიკვდილიანობას უკავშირდება. შესაბამისად, ევოლუციის პროცესში ძლიერი ზეწოლა იქნებოდა ასეთი ზომის ტვინზე, თუ მისგან რეალურად მხოლოდ 10%-ია საჭირო.
  4. ფუნქციების ლოკალიზაცია: იმის ნაცვლად, რომ ტვინი მუშაობდეს, როგორც ცალკეული მასა, მას აქვს სხვადასხვა უბნები სხვადასხვა სახის ინფორმაციის პროცესინგისთვის. კვლევებში დახარჯული დეკადების დამსახურებით, ჩვენ გვაქვს ერთგვარი რუკა თითოეული უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ჯერ არავის აღმოუჩენია უფუნქციო უბანი.
  5. მიკროსტრუქტურული ანალიზი: ცალკეული ერთეულის ჩაწერის ტექნიკის დახმარებით მკვლევარებმა ტვინში პატარა ელექტროდი მოათავსეს რათა დაკვირვებოდნენ ერთეული უჯრედის აქტივობას. უჯრედების 90% რომ გამოუყენებელი ყოფილიყო, ეს ტექნიკა ამას ნამდვილად გამოავლენდა.
  6. სინაფსური დაჭრა: ტვინის ის უჯრედები, რომლებიც გამოუყენებელია, როგორც წესი, დეგენერირდება. აქედან გამომდინარე, თუ 90% არააქტიურია, ახალგაზრდის ნორმალური ტვინის აუტოფსია დიდი მასშტაბის დეგენერაციას გამოავლენდა.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 პროცენტის მითის გავლენით რამდენიმე წიგნი, მოთხრობა და ფილმის სცენარი დაიწერა. მათ შორისაა ფილმი „ნავიგატორის გაფრენა“, რომანი „ბნელი მინდვრები“ და მისი ეკრანიზაცია, ჯიმ ბაჩერის წიგნების სერიის („დრეზდენის ფაილები“) მე-9 წიგნი — „თეთრი ღამე“. ასევე, ფილმი „უსაზღვრო“ (თუმცა ამ ფილმში ნახსენებია 20 პროცენტი 10-ის ნაცვლად), შუნენ მანგა „საირენი“ და 2014 წლის ფილმი „ლუსი“. თითოეული მათგანი აგებულია იმ იდეაზე, რომ გარდა 10%-ისა ტვინის დადრჩენილი ნაწილის გამოყენება ნარკოტიკების საშუალებით შეიძლება.[17] მაგალითად, ლუსი წარმოადგენს პერსონაჟს, რომელმაც შეიძინა განვითარებადი ზებუნებრივი უნარები ტვინის გამოუყენებელი ნაწილის ათვისების გზით. ფილმი გვთავაზობს 10%-ის მითს, როგორც ტვინის მოცულობას და არა დროებით გამოყენებას.

მითი „ამხილეს“ 2010 წლის 27 ოქტომბრის „MythBusters-ის“ ეპიზოდში. წამყვანებმა გამოიყენეს მაგნეტოენცეფალოგრაფია და ფუნქციური მაგნიტური რეზონანსით ვიზუალიზაცია და ტვინს დააკვირდნენ იმ პროცესში, როცა ცდისპირი გონებრივ ტესტს ასრულებდა შედეგად აღმოაჩინეს, რომ 10-ის ნაცვლად ცდისპირი ტესტის შესრულებისას ტვინის 35%-ს იყენებდა.[18]

10%-ის მითს ხშირად ვაწყდებით რეკლამებშიც,[19] ასევე, მედია-საშუალებები ხშირად წარმოაჩენენ მას, როგორც ფაქტს.[20]

მითის ზოგიერთი მომხრე ახალი თაობიდან ამყარებს თავის პოზიციას იმ რწმენით, რომ თითქოს, ადამიანის ტვინის „გამოუყენებელ“ 90%-ს აქვს უნარი წარმოაჩინოს ფსიქიკური ძალები და შესაძლებელია „გაიწვრთნას“ იმისთვის, რათა მოახერხოს ფსიქოკინეზი და ექსტრა-სენსორული პერცეფცია.[3][13] არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც ასეთი ძალების არსებობის იდეას ამყარებს.[13]

1980 წელს როჯერ ლეუინმა გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ „Science-ში” სახელწოდებით „არის თუ არა ტვინი ნამდვილად საჭირო?“[21] სტატია ჯონ ლორბერის მიერ დიდი ნახევარსფეროების ქერქში არსებული დანაკარგების კვლევაზე დაიწერა. ლეუინი განიხილავს შეფილდის უნივერსიტეტის სტუდენტის ისტორიას, რომლის IQ 126-ის ტოლი იყო და რომელმაც მათემატიკოსის ხარისხი აიღო მაგრამ მის ტვინში ნაკლებად შეიმჩნეოდა რაიმე ნივთიერება მას შემდეგ, რაც მისმა ქერქმა დაიწყო დაპატარავება ჰიდროცეფალიის გამო. სტატია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იორკშირის ტელევიზიის იგივე სათაურის მქონე დოკუმენტურ გადაცემაში. თუმცა გადაცემა ეძღვნებოდა სხვა პაციენტს, რომელსაც ნომალური ზომის, მაგრამ ძალიან დიდ თავის ქალაში არაბუნებრივად გადანაწილებული თავის ტვინი ჰქონდა.[22]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Do People Only Use 10 Percent Of Their Brains. Scientific American (7 February 2008). ციტირების თარიღი: 7 February 2008.
  2. University of Oxford. (16 October 2009) Juggling Enhances Connections In The Brain. ScienceDaily. ციტატა: „"We've shown that it is possible for the brain to condition its own wiring system to operate more efficiently."“ ციტირების თარიღი: 30 May 2012.
  3. 3.0 3.1 Radford, Benjamin. (8 February 2000) The Ten-Percent Myth. snopes.com. ციტირების თარიღი: 13 April 2006.
  4. Chudler, Eric. Myths About the Brain: 10 percent and Counting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2006. ციტირების თარიღი: 12 April 2006.
  5. Debunking Common Brain Myths. ციტირების თარიღი: 24 May 2011.
  6. A Shortcut to Distinction. ციტირების თარიღი: 24 May 2011.
  7. Beyerstein, Barry L. (1999), „Whence Cometh the Myth that We Only Use 10% of our Brains?“, Della Salla, Sergio, Mind Myths: Exploring Popular Assumptions About the Mind and Brain, Wiley, p. 11, ISBN 978-0471983033
  8. Larsen-Freeman, Diane (2000). Techniques and Principles in Language Teaching. Teaching Techniques in English as a Second Language (2nd ed.). Oxford. Oxford University Press. p. 73. ISBN 978-0-19-435574-2.
  9. http://lppm.dinus.ac.id/docs/m/Suggestopedia:_How_Does_It_Accelerate_Language_Learning1.pdf[მკვდარი ბმული]
  10. "Do we use only 10 percent of our brain?" Psychology Today
  11. "Wang, Sam and Aamodt, Sandra (2 February 2008). Welcome to Your Brain: Why You Lose Your Car Keys but Never Forget How to Drive and Other Puzzles of Everyday Life. ISBN 9781596912830. ციტირების თარიღი: 25 September 2011. 
  12. Kalat, J.W., Biological Psychology, sixth edition, Pacific Grove: Brooks/Cole Publishing Co., 1998, p. 43.
  13. 13.0 13.1 13.2 Beyerstein, Barry L. (1999). „Whence Cometh the Myth that We Only Use 10% of our Brains?“, რედ. Sergio Della Sala: Mind Myths: Exploring Popular Assumptions About the Mind and Brain. Wiley, გვ. 3–24. ISBN 0-471-98303-9. 
  14. Swaminathan, Nikhil. (29 April 2008) Why Does the Brain Need So Much Power?. Scientific American. Scientific American, a Division of Nature America, Inc.. ციტირების თარიღი: 19 November 2010.
  15. Carpenter's Human Neuroanatomy, Ch. 1
  16. Rosenberg, K.R., "The Evolution of Modern Childbirth" in American Journal of Physical Anthropology 35, 1992, p. 89–124.
  17. Bahn, Christopher. 'Limitless' brainpower plot isn't all that crazy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2011.
  18. 10 Percent of Brain. ციტირების თარიღი: 26 March 2017.
  19. Neuroscience For Kids. Eric H. Chudler, Ph.D. (Executive Director, CSNE; University of Washington). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 October 2008. ციტირების თარიღი: 14 November 2008.
  20. Ninety Percent Of Your Brain at TV Tropes
  21. Roger Lewin (12 December 1980). „Is Your Brain Really Necessary?“. Science. 210 (4475): 1232–1234. doi:10.1126/science.7434023. PMID 7434023.
  22. The skull had been enlarged by pressure from the hydrocephalus fluid. Her brain was thinly spread, but occupied her entire braincase, and its thickness was such that she had a brain volume of approximately 200 cm3. The woman had been told all her life that she had only 15% of normal brain mass, but those who told her this had not taken the form of her cranium into account. http://www.metafilter.com/26688/Well-what-about-pain